Friday, April 29, 2011

ზღაპრის გმირები სტუმრად TDV - ში


ერთ მშვენიერ დღეს, თბილისი დიპლომატიურ სოფელში ჯადოსნური დილა გათენდა,  კომპლექსს სხვადასხვა ზღაპრის გმირები ესტუმრენ. ჩვენს ქუჩებში შრეკი, ფიონა და მადაგასკარის გმირები დასეირნობდნენ, ხოლო აივნებიდან კონკია, ბეტმენი, რატატუი და სხვა მრავალი ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები იწონებდნენ თავს.

სინამდვილეში კი ზღაპრის გმირების სტუმრობის მიზეზი იყო სტუდია ”მენთეშ ფროდაქშენი”, რომელიც სარეკლამო რგოლს იღებდა ერთ-ერთი საბავშვო გასართობი ცენტრისათვის და სად იპოვიდა იმაზე უფორ ზღაპრულ ადგილს თბილისში ვიდრე დიპლომატირური სოფელია :)






Thursday, April 21, 2011

სააღდგომო მორთულობები



გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ბევრ კულინარიულ საქმეებთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სახლისა და სადღესასწაულო სუფრის განსაკუთრებულად მორთვა.
ტრადიციულად, სააღდგომო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს წითელი კვერცხები, პასკა და ჯეჯილი. მაგრამ თუ მოინდომებთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს განსაკუთრებით კი ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქოთ, დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული იდეები.





 




Tuesday, April 12, 2011

155 კვ.მ - იანი სახლი TDV - ში

თბილისის დიპლომატიურ სოფელში კიდევ ერთი ამჯერად 155 კვ.მ-იანი სახლი გარემონტდა. სახლი მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, 2 საძინებელს, 2.5 სველ წერტილს, სამრეცხაო ოთახს და სათავსოებს. ასევე სახლს აქვს მთელს კომლექსში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეზო უმშვენიერესი ხედით.










 


 



Tuesday, April 5, 2011

Torre Porta – POSITANO

Torre Porta - XII საუკუნის ცილინდრული ფორმის კოშკია, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ეკსკლუზიურ სასტუმროს წარმოადგეს ულამაზესი ხედებით ქვიშიან სანაპიროზე. ნამდვილად არავინ იტყოდა უარს ამ ულამაზესი ადგილის მონახულებაზე და დაუვიწყარი დროის გატარებაზე.