Monday, June 13, 2011

Color Punch

 ჭრელი და ხალასი ფერები წელს არა მხოლოდ მოდაშია აქტუალური, არამედ ინტერიერის დიზაინშიც. არაა აუცილებელი თქვენი სახლი ჯამბაზივით გამოაწყოთ, რამდენიმე საინტერესო და რაც მთავარია ფერადი დეტალის დამატებით შესაძლოა სრულიად შეცვალოთ გარემო და უფრო მოდური და მიმზიდველი გახადოთ იგი.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის გუნება-განწყობილებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ მისი გარემომცველი ფერები. ასე რომ თქვენი ცუდი ხასიათი გაღვიძებისას ან თუნდაც ნეგატიური დამოკიდბულება სამუშაოსადმი, შესაძლოა სწორედ თქვენი საძინებლისა და სამუშაო კაბინეტის ფერით იყოს გამოწვეული.
თბილისში აქტიური სარემონტო სეზონი დაიწყო... თქვენც გირჩევთ დაფიქრდეთ თქვენი სახლისა თუ სამუშაო ადგილის გადასხვაფერებაზე და მისცეთ მას უფრო ეფექტური და მოდური იერი.


 




Monday, June 6, 2011

Birthday Party in TDV

თბილისის დიპლომატიურ სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიჭუნას 10 წელი შეუსრულდა და მშობლებმა წვეულება  ჩვენს აუზზე მოუწყვეს. ბავშვებმა ბევრი ითამაშეს, იჭყუმპალავეს და გაახალისეს TDV...