Thursday, October 28, 2010

გამწვანება თბილისის დიპლომატიურ სოფელში

შემოდგომის დადგომასთან ერთად თბილისის დიპლომატიური სოფელში დაიწყო აქტიური გამწვანების პროცესი. დაირგო სხვადსხვა სახის მცენარე და რაც მთავარია მარად მწვანე ლუგუსტრუმის 80-ზე მეტი ძირი. გამწვანების პირველი ეტაპი დასრულდა და უახლოეს დღეებში პროცესი კვლავ განახლდება.












Monday, October 25, 2010

TDV the Best City Planning Project ( Realized )

2010 წლის 24 ოქტომბერს საღამოს 5 საათზე, სასტუმრო რედისონში, გაიმართა ”არქიტექტურული პრემია 2010” დაჯილდოვების ცერემონიალი.  თბილისის დიპლომატიური სოფელი წარდგენილი იყო” ქალაქგეგმარებითი პროექტი (რეალიზებული)” ნომინაციში და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. 

Thursday, October 21, 2010

"თბილისობა 2010" დაიწყო

"თბილისობა 2010"  21 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდება.

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩენას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ. ასევე იმართება მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება.
ყოველწლიურად თბილისობის დღესასწაული უფრო და უფრო ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება, რაც მას პოპულარულს ხდის არა მარტო თბილისელების არამედ უცხოელი ტურისტრებისთვისაც.
    


Monday, October 18, 2010

მშენებლობის პროცესი

თბილისის დიპლომატიური სოფლის მშენებლობა 2004 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2006 წლის ნოემბერში, ხოლო მთლიანი პროექტი 2007 წლის გაზაფხულზე დასრულდა.
გთავაზობთ ფოტოებს მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულაბამდე:








Thursday, October 14, 2010

თბილისის დიპლომატიური სოფელი

თბილისის დიპლომატიური სოფელი არის საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სტანდარტების დიზაინითა და კონსტრუქციით.  კომპლექსი მოიცავს 45 სახლს საიდანაც გასაყიდად და გასაქირავებლად დარჩენილია 8 სახლი. კომპლექსი მდებარეობს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიპერმარკეტ გუდვილიდან 1 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო გარემოში. 



თბილისის დიპლომატიური სოფელი  პირველი კონდომინიუმ დასახლებაა საქართველოში. კონდომინიუმი სახლთმფლობელობის ფორმაა, სადაც პიროვნება საკუთრებაში არსებული ქონების  გარდა  ფლობს წილს საერთო სარგებლობის  ტერიტორიასა და შენობებში. თბილისის დიპლომატიურ სოფელში მცხოვრები ყველა რეზიდენტი და მათ მიერ არჩეული თავმჯდომარე კონდომინიუმის პრინციპით ერთობლივად წყვეტენ კომპლექსის საერთო სარგებლობაში არსებულ ფართებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. 


აქ ყველაფერია ბედნიერი, ჯანსაღი და უზრუნველი ცხოვრებისთვის:  
  • TDV კლუბი: იოგა, ფიტნესი, მასაჟი 
  • 2 საცურაო აუზი, ბავშვებისა და უფროსებისთვის
  • 2 ჩოგბურთის მოედანი
  • კაფე ვერანდაზე
  • გამწვანებული და განათებული ტერიტორია
  • მოპირკეთებული გზები და სავალი ბილიკები
  • საბავშვო მოედანი
  • ავტოსადგომი
  • ტერიტორია შემოღობილი და დაცულია 24 საათიანი დაცვის სამსახურით
  • მუდმივი ელექტრო ენერგია და წყალ მომარაგება: 2 გენერატორი და წყლის რეზერვუარი უახლესი ფილტრაციის სისტემით
  • პროფესიული მომსახურება და მენეჯმენტი
  • QSI - თბილისის საერთაშორისო სკოლა და საბავშვო ბაღი.