Thursday, October 21, 2010

"თბილისობა 2010" დაიწყო

"თბილისობა 2010"  21 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდება.

თბილისობის დღესასწაული პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და ამ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩენას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ. ასევე იმართება მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ საპატიო მოქალაქის წოდება.
ყოველწლიურად თბილისობის დღესასწაული უფრო და უფრო ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება, რაც მას პოპულარულს ხდის არა მარტო თბილისელების არამედ უცხოელი ტურისტრებისთვისაც.
    


No comments:

Post a Comment