Thursday, October 14, 2010

თბილისის დიპლომატიური სოფელი

თბილისის დიპლომატიური სოფელი არის საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სტანდარტების დიზაინითა და კონსტრუქციით.  კომპლექსი მოიცავს 45 სახლს საიდანაც გასაყიდად და გასაქირავებლად დარჩენილია 8 სახლი. კომპლექსი მდებარეობს დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიპერმარკეტ გუდვილიდან 1 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო გარემოში. 



თბილისის დიპლომატიური სოფელი  პირველი კონდომინიუმ დასახლებაა საქართველოში. კონდომინიუმი სახლთმფლობელობის ფორმაა, სადაც პიროვნება საკუთრებაში არსებული ქონების  გარდა  ფლობს წილს საერთო სარგებლობის  ტერიტორიასა და შენობებში. თბილისის დიპლომატიურ სოფელში მცხოვრები ყველა რეზიდენტი და მათ მიერ არჩეული თავმჯდომარე კონდომინიუმის პრინციპით ერთობლივად წყვეტენ კომპლექსის საერთო სარგებლობაში არსებულ ფართებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. 


აქ ყველაფერია ბედნიერი, ჯანსაღი და უზრუნველი ცხოვრებისთვის:  
  • TDV კლუბი: იოგა, ფიტნესი, მასაჟი 
  • 2 საცურაო აუზი, ბავშვებისა და უფროსებისთვის
  • 2 ჩოგბურთის მოედანი
  • კაფე ვერანდაზე
  • გამწვანებული და განათებული ტერიტორია
  • მოპირკეთებული გზები და სავალი ბილიკები
  • საბავშვო მოედანი
  • ავტოსადგომი
  • ტერიტორია შემოღობილი და დაცულია 24 საათიანი დაცვის სამსახურით
  • მუდმივი ელექტრო ენერგია და წყალ მომარაგება: 2 გენერატორი და წყლის რეზერვუარი უახლესი ფილტრაციის სისტემით
  • პროფესიული მომსახურება და მენეჯმენტი
  • QSI - თბილისის საერთაშორისო სკოლა და საბავშვო ბაღი. 




No comments:

Post a Comment