Thursday, February 3, 2011

თანამედროვე დიზაინის ნიჟარები


სამზარეულოსა და სააბაზანოს ნიჟარები თანამედროვე ინტერიერის დიზაინში  მეტად აქტუალური დეტალებია. სარემონტო სამუშაოების წარმოებისას სახლის მფლობელები და მათი დიზაინერები ცდილობენ მოიძიონ ყველაზე უცხო და ექსკლუზიური ნიჟარის ფორმები და ფერები.
არსებობს ნიჟარები, რომლებიც მიუხედავად მათი დიზაინის სიძველისა კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსგავსი ნიჟარები კარგად ერგება      ვიქტორიანული სტილის სახლებს და თუნდაც პატარა კოტეჯებს სადაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის.


 

თანამედროვე დიზაინერების ექსპერიმენტულ ნამუშევრებში შესაძლოა მსგავსი ნიჟარები სხვადასხვა  დიზაინის სახლებშიც  ნახოთ, მაგრამ ამ დროს აუცილებელია სწორად იქნეს შერჩეული სამზარეულოსა და სააბაზანოს ავეჯის ყველა დეტალი. მაგალითად მარმარილოს ნიჟარები ძალიან კლასიკურია მაგრამ ამავე დროს თანამედროვე, ამიტომ ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნება მათ მიუსადაგოთ სამზარეულოს კაბინეტის მოძრავი კარებები რკინის დეტალებით და მუხის პარკეტი, რომელიც როგორც ინდუსტრიულ ასევე თანამედროვე სტილს შემოიტანს თქვენს სახლში.

გარდა ძველებური ნიჟარებისა თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, არის ტენდენცია უნიკალური და ექსკლუზიური ნიჟარების გამოყენების. მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ფრთხილად უნდა მიუდგეთ საქმეს, რაგდან ასეთი ტიპის ნიჟარები, თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე მინიმალისტურ დიზაინს მოითხოვენ ოთახის სხვა დეტალებში. ამასთანავე მათ ბევრად მეტი მოვლა და გაფრთხილება სჭირდებათ და შესაძლოა ნაკლებად პრაქტიკულები აღმოჩნდნენ.

                                                      



2 comments: