Tuesday, February 1, 2011

Feng Shui –ის ხელოვნება


Feng Shui ძალზედ საინტერესო და მომხიბვლელი ფილოსოფიაა, რომელიც გვასწავლის  სახლში პოზიტიური ენერგიის გაზრდის ხერხებს ინტერიერის დიზაინის მეშვეობით. ნებისმიერ სახლში არის ნივთები, რომლებიც დადებით ენერგიებს ასხივებენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ავეჯი ისე სხვადასხვა  სურნელი, ფერი და მელოდია.
Feng Shui-ის ხელოვნება საუკუნეების მანძილზე არის ჩვენს გარშემო, მაგრამ დღეს ეს უძველესი პრაქტიკა ყველაზე პოპულარულია. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გემოვნებას, ფინანსებს ან დეკორატიულ სტილს, Feng Shui-ის პრინციპები შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ თქვენს სახლებში და შექმნათ სივრცე, რომელშიც თავს იგრძნობთ თავისუფლად,  კომფორტულად და დაცულად, ხოლო თქვენს სტუმრებს აგრძნობინებს დიდ პოზიტიურ ენერგიას.

არსებობს ძალიან მარტივი 5 ხერხი იმისათვის, რომ თქვენი სახლი აქციოთ პოზიტიური ენერგიის სამოთხედ:
  1.  მოაწესრიგეთ ქაოსი - გადაჭედილი კარადები, საწოლის ქვეშ შეყრილი უსარგებლო ნივთები ხელს უწყობს უარყოფითი ენერგიის გენერირებას და მოქმედებს თქვენს განწყობაზე. ქაოსური მდგომარეობა სახლში იწვევს ქაოსს თქვენ გონებაში, ამიტომ განთავისუფლდით ზედმეტი არეულობისაგან და იგრძნობთ, როგორ გამოკეთდება თქვენი განწყობაც.   
  2.  განთავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან - ჩვენს სახლში არსებულ თითოეულ ნივთთან გვაკავშირებს გარკვეული ისტორიები და მოგონებები. ყველა ნივთი უნდა გიმაღლებდეთ გუნება-განწყობილებას, მაგრამ თუ ნივთთან ცუდი მოგონებები გაკავშირებთ აუცილებლად უნდა მოიშოროთ იგი თავიდან და გაათავისუფლოთ ადგილი ახალი დადებითი ენერგიის მქონე ნივთებისათვის.
  3. ყველაფერი დაზიანებული შეაკეთეთ - Feng Shui გვასწავლის ურთიერთობას ჩვენი სახლის ნაწილებსა და სულიერ სამყაროს შორის. დაზიანებული ონკანი, გაფუჭებული ღუმელი შესაძლოა გახდეს მიზეზი ფინანსური პრობლემებისა. მორყეული მაგიდის ფეხი და მოჭრიალე სკამები თქვენს ურთიერთობებზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ჩვენ ნივთებს უნდა მოვეპყროთ მოწიწებითა და სიყვარულით, რათა იგივე ენრეგია მივიგოთ მათგან.
  4. მართეთ თქვენი პოზიცია - როდესაც წევხართ საწოლში, ზიხართ მაგიდასთან ან ისვენებთ თქვენს საყვარელ სავარძელში დარწმუნდით, რომ ყველა პოზოციიდან ხედავდეთ ოთახში შესასვლელს. შესასვლელ კარებებთან ზურგოთ ყოფნა გიტოვებთ შინაგანი განგაშის გრძნობას და თავს დაუცველად გაგძნობინებთ. მაგრამ საწოლის განთავსებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ არ დადგათ იგი ოთახში შესასვლელი კარის პირდაპირ.
  5. ტური თქვენს სახლში -  რასაც თქვენი თვალი სწვდება, იქამდე მიდის ენერგიაც თქვენს სახლში. კომფორტულ, წყნარ სახლებში არის ენერგია რომელსაც უნებურად მიყვებით თქვენც. გრძელი და ბნელი სადარბაზოები და კიბეები ენერგიის გავრცელებას უშლის ხელს. განათავსეთ თქვენი ავეჯი ისე რომ ადვილად გადაადგილდეთ სივრცეში. სარკეების ჭკვიანური გამოყენებით შესაძლებელია ადვილად აქციოთ თქვენი სახლი ნათელ და ფერად სივრცედ. კარგად დააკვირდით თქვენს სახლს და შეეცადეთ მონახოთ ადგილები რომლის შეცვლაც აუცილებელია.

ამ  მარტივი ხერხების გამოყენებით შესაძლებელია ადვილად შეცვალოთ ატმოსფერო თქვენს სახლში და იგრძნოთ თუ რამდენად შეიცვლება თქვენი სულიერი მდგომარეობა. დადებითი ენერგია მოიზიდავს ბევრს სტუმარს და სითბოსა და კომფორტს შემატებს თქვენს ოჯახს. წარმატებებს გისურვებთ...

No comments:

Post a Comment