Tuesday, February 8, 2011

სპილო - მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერის დიზაინში


აღმოსავლეთის ქვეყნებში სპილო საკრალური ცხოველია. როგორც დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსება სპილო წარმოადგენს ძალაუფლების, სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლოს. ინტერიერის დიზაინში მეტად აქტუალურია ამ მაგიური ცხოველის თემა.       სპილო უფრო და უფრო მოდური და თანამედროვე აქსესუარებით ჩნდება სახლის ინტერიერში.





არის რამოდენიმე დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ სპილოს გამოსახულებიანი აქსესუარების გამოყენებისას. 
Feng Shui -ის პრინციპების მიხედვით სპილოს ან სპილოების გამოსახულება უნდა დადგათ სახლში შესავლელი კარების წინ, რათა მან მოგიტანოთ ბედნიერება, სიძლიერე და დაცულობა. გაითვალისწინეთ, რომ სპილოს ხორთუმი უნდა ჰქონდეს მიმართული ზევით, რაც წარმოადგეს კეთილდღეობის, წარმატებისა და გამარჯვების სიმბოლოს, თუმცა სპილო დახრილი ხორთუმით დიდხანს სიცოცხლის და დღეგრძელობის სიმბოლოა.

  ხორთუმის მიმართულებას შეუძლია გავლენა მოახდონოს ენერგიაზე იმ სივრცეში სადაც იმყოიფებით, ამიტომ აირჩიეთ სპილო რომელიც თქვენთვის საჭირო ენერგიას შემოიტანს სახლსა თუ ოფისში. 


 

No comments:

Post a Comment