ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა სტატია ცნობილი სუპერ მოდელის Coco Rocha-ს და მისი სახლის ორიგინალური ინტერიერის შესახებ. Rocha თავისი ხელოვან მეუღლესთან James Conran-თან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს არც თუ ისე დიდ, მაგრამ საკუთარი გემოვნებით მოწყობილ ბინაში. მათ სახლში თითოეულ ნივთს თავისი სიტორია აქვს, რითიც წყვილი მეტად ამაყობს.
Coco Rocha : ”როდესაც ინტერიერის დიზაინერს ვთხოვე ჩვენს სასტუმრო ოთახში სარკეებიანი კედლის გაკეთება მან $15 000 ჩეკი გამოგვიგზავნა, მაგრამ ერთხელ როდესაც წვრილმანების მაღაზიებს ვათვალიერებდი თავად აღმოვაჩინე ზუსტად ის სარკეები როგორიც მინდოდა და სულ რაღაც $200-ად შევიძენე”
ეს პატარა კაბა Rocha-მ ქუჩაში აღმოაჩინა, კაბას ზედ ხურდა ფულები ქონდა მიკრული, მას ეს იდეა იმდენად მოეწონა, რომ განაგრძო კაბაზე ხურდა ფულის მიწებება და შემდეგ ფარშევანგის ბუმბულებით გააწყო. ნამვილად ხელოვნების ნიმუშია.
სურათზე ნაჩვენები ჩაიდნები Rocha-მ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანა, სადაც იგი გადაღებებზე დადიოდა.
No comments:
Post a Comment